საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
    №08/01-01                                          12. 04. 2012

    სასწავლო პროცესში  სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებული სააუდიტორიო მეცადინეობების გაცდენის ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით


    ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
    1. დაევალოს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ძირითად  საშტატო და მოწვეულ აკადემიურ პერსონალს მისივე მიზეზით გამოწვეული გაცდენილი მეცადინეობის შესახებ  ახსნა–განმარტებითი ბარათი წარუდგინოს მონიტორინგის სამსახურს არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში;
    2. დაევალოს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ძირითად  საშტატო და მოწვეულ აკადემიურ პერსონალს მისივე მიზეზით გამოწვეული ან დასვენების დღეებით განპირობებული გაცდენილი მეცადინეობის აღდგენის თარიღის  შესახებ  მიაწოდოს  ინფორმაცია ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურს არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში;
    3. დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს განახორციელოს  გაცდენილი მეცადინეობის აღდგენისთვის შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილი აუდიტორიის  გამოყოფა არაუგვიანეს 1 დღისა;
    4. დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს მიაწოდოს  გაცდენილი მეცადინეობის აღდგენის განრიგი ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებს (კათედრებს) და მონიტორინგის სამსახურს;
    5. ეთხოვოს მონიტორინგის სამსახურს სააუდიტორიო მეცადინეობების გაცდენისა  და აღდგენის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
    6. დაევალოს კონტროლი ბრძანების  შესრულებაზე  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
    7. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


    ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                                          ა. ხელაძე