საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
     
    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
    დეკანის ბრძანება
                                                                                                                                        
    №09/29 - 01                  
    23.03.2015 წ.       
    ქ.თბილისი


    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად საკონკურსო კომისიების შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 27 თებერვლის ოქმი № დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-5 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე
    ვბრძანებ:
    1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად საკონკურსო კომისია ეკონომიკის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
    ა)  ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;
    ბ)  აკადემიკოსი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე;
    გ)  პროფესორი იური ანანიაშვილი;
    დ)  პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
    ე)  პროფესორი ნოდარ ხადური;
    ვ) ასოცირებული პროფესორი აკაკი არსენაშვილი;
    ზ)  აკაკი მიქაბერიძე – მენეჯერი.
    2.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად საკონკურსო კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
    ა)  პროფესორი ნუგზარ თოდუა;
    ბ)  პროფესორი ირაკლი კოვზანაძე;
    გ)  პროფესორი დავით ნარმანია;
    დ) პროფესორი თემურ შენგელია;
    ე)  ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;
    ვ)  ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი;
    ზ) აკაკი მიქაბერიძე – მენეჯერი.
    3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
    4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.





    ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი     თეიმურაზ ბერიძე