საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon


    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დეკანის ბრძანება

    № 09/29-01
    13.02.2020წ.
    ქ. თბილისი 

    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ეკონომიკის,  ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიის შექმნის შესახებ.

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

    ვბრძანებ:
    1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ეკონომიკის,  ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

    ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება
    ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
    ბ) პროფესორი დავით ნარმანია;
    გ) პროფესორი ლევან საბაური;
    დ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
    ე) პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
    ვ) ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;
    ზ) ასისტენტ-პროფესორი ნატო კაკაშვილი - მდივანი.

    ეკონომიკის მიმართულება
    ა) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე  - კომისიის თავმჯდომარე;
    ბ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
    გ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
    დ) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;
    ე) პროფესორის ასისტენტი ქეთევან ჩიტალაძე - კომისიის მდივანი.

    ტურიზმის მიმართულება
    ა) პროფესორი იოსებ ხელაშვილი - კომისიის თავმჯდომარე;
    ბ) ასოცირებული პროფესორი  - ეკა ლეკაშვილი;
    გ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
    დ) ასისტენტ-პროფესორი - მერაბ ხოხობაია;
    ე) ასისიტენტ-პროფესორი  - ვალერი არღუთაშვილი
    ვ) პროფესორის ასისტენტი ხათუნა ჩხიკვაძე - კომისიის მდივანი.

    2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდეს - 25.02.2020წ., 10:00 სთ (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი #609), ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდეს  - 25.02.2020წ., 10:00 სთ (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი #206) და ტურიზმის მიმართულებით განხორციელდეს  - 26.02.2020წ., 10:00 სთ (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი #513).
    3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
    4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

    ფაკულტეტის დეკანი,    პროფესორი გიორგი ღაღანიძე