საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    1. გამოცხადდეს ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამათა საგნების სახელმძღვანელოების შექმნის/განახლების კონკურსი;
    2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;
    3. ახალი სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურება მაქსიმუმ – 5 000 ლარი; არსებულის (2014 წლამდე გამოცემულის) განახლება – მაქსიმუმ 3 000 ლარი;
    4. სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი;
    5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს;
    6. არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 70 სტუდენტისა; გამონაკლისია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ბილინგვური პროგრამა.
    7. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება დეკანის სახელზე, სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა) და სავარაუდო სარჩევი. სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით. სახელმძღვანელოს განახლების შემთხვევაში, დამატებით წარმოადგენილი უნდა იქნეს სახელმძღვანელოს ნიმუში;
    8. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე https://www.tsu.ge/ge/faculties/social/books/iv5pzb1oe4ukrny_- /zbhly8sltj3bpsk2b//
    9. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა – ა.წ. 11 თებერვლის 17.00 სთ–მდე.
    10. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 20 თებერვალს;
    11. დასრულებული პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა – 2019 წლის 1 ოქტომბერი.
    12. დაფინანსებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;
    13. სახელმძღვანელოები გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;
    14. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით  თამარ დოლბაია – კომისიის თავჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი;  თეონა მატარაძე – კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში;  რევაზ ჯორბენაძე – პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;  ვალერიან მელიქიძე – ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში;  ალექსანდრე კუხიანიძე – პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება  ნანა ტალახაძე – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება  ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
    15. დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
    16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე