საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
         ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9 და მე-12 პუნქტების,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, კავკასიოლოგთა საერთაშორისო (I, II, III) კონგრესის  თავმჯდომარის ცირა ბარამიძის 2013 წლის 2 ოქტომბრის №31209/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

    ვბრძანებ:

    1.    ,,მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში’’ კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი სამეცნიერო და საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით  შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

    ა)ვლადიმერ პაპავა  - რექტორი, აკადემიკოსი, - საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
    ბ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
    გ) ცირა ბარამიძე - კავკასიოლოგთა საერთაშორისო (I, II, III) კონგრესის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
    დ) ნინო აბესაძე - კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
    ე) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
    ვ) ნანა მამაგულაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
    ზ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
    თ) ტარიელ ზარანდია - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ჯგუფის წევრი;
    ი)გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
    კ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ჯგუფის წევრი;
    ლ)თამარ ებრალიძე-უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, ჯგუფის წევრი;
    მ) ნუნუ  ოვსიანიკოვა - კანცელარიის უფროსი, ჯგუფის წევრი;
    ნ) ბიჭიკო ყურაშვილი - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
    2.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
    3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
    4.    ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


    რექტორი, აკადემიკოსი                                                                             ვლადიმერ პაპავა