საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის             ნ. მაჭარაშვილის 2013 წლის 2 დეკემბრის №37422/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს ცვლილება ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ - პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2013 წლის 11 სექტემბრის №102/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"4. კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 11 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2013 წლის 15 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2013 წლის 10 დეკემბრისა."
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                   ვლადიმერ პაპავა