საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის      11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 10 ნოემბრის #161/02-01 ბრძანების, თსუ კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის ხელმძღვანელის ვერა პეიშოტოს 2014 წლის 14 ნოემბრის #39453/02 წერილის საფუძველზე, 
    ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

    1. შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამოეშის სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ"  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 10 ნოემბრის #161/02-01 ბრძანების მე-7 და მე-8 პუნქტებში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    "7.სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის კამოეშის  სახელობის პორტუგალიური ენის ცენტრის კოორდინატორის  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2014 წლის 24 ნოემბრისა და კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით; 
    8. საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 10 ნოემბრიდან 2014 წლის  21 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „კამოეშის ცენტრის კოორდინატორი".                                
    2. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.tsu.ge-ზე.
    3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
    4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა. 

          ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                      დ. ჩომახიძე