2015 წლის 23 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლისთვის მონაწილეების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (1971/02; 26.01.2015) საფუძველზე
ვბრძანებ
- ჩატარდეს კონკურსი 2015 წლის 23 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის (თურქეთი) ზამთრის სკოლაში მონაწილეების შესარჩევად.
- კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 30 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის მეხუთე კორპუსში, ოთახი №118 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №36).
- დამტკიცდეს კონკურსანტთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - მარინა ჯიქია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი)
ბ) კომისიის წევრი - ელისაბედ ბჟალავა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი)
გ) კომისიის წევრი - ქეთევან ლორთქიფანიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი)
დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე - დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
- ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
- ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა