2015 წლის 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლისთვის მონაწილეების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (15391/02; 06.05.2015) საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
ჩატარდეს კონკურსი 2015 წლის 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტის (თურქეთი) საზაფხულო სკოლაში მონაწილეების შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 19 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №217 (მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.
დამტკიცდეს კონკურსანტთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
კომისიის თავმჯდომარე - მანანა რუსეიშვილი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);
ბ)
კომისიის წევრი - მანანა გელაშვილი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);
გ)
კომისიის წევრი - ირინა გველესიანი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
დ) კომისიის მდივანი - ელისაბედ ბჟალავა (თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი).
4.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
5.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
7.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა