საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის _ დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ 

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოსზოგადიადმინისტრაციულიკოდექსის 51-ემუხლისპირველინაწილი, 52-ემუხლისპირველინაწილის, 53-ემუხლისპირველი - მე-3 ნაწილების, 54-ემუხლისპირველინაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის #187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის _ დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #126/ნ ბრძანების პირველი და მე-2 მუხლებით დამტკიცებული #1 და #2 დანართებისა და "მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს #669 ბრძანების საფუძველზე,


    ვბრძანებ: 
    1.        დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის _ დიპლომის ფორმების ნიმუშები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით: 
     ა)  პროფესიულიდიპლომისფორმა;
    ბ)  პროფესიულიდიპლომისფორმაწარჩინების;
    გ)  ბაკალავრის დიპლომის ფორმა;
    დ)  ბაკალავრის დიპლომის ფორმა წარჩინების;
    ე)  მაგისტრის დიპლომის ფორმა;
     ვ)  მაგისტრის  დიპლომის ფორმა წარჩინების;
    ზ)  დიპლომირებული მედიკოსის დიპლომის ფორმა;
    თ)  დიპლომირებული მედიკოსის დიპლომის ფორმა წარჩინების;
    ი)  დიპლომირებული სტომატოლოგის დიპლომის ფორმა;
    კ)  დიპლომირებული სტომატოლოგის დიპლომის ფორმა წარჩინების;
    ლ) უმაღლესი განათლების დიპლომის ფორმა;
    მ)  უმაღლესი განათლების  დიპლომის ფორმა წარჩინების;
     ნ)  დოქტორის დიპლომის ფორმა. 
    2.                  დამტკიცდეს  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტი, მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ჟურნალი და დიპლომების გაცემის რეგისტრაციის ჟურნალები;
    3.                  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ თსუ რექტორის 2013 წლის 18 ივნისის #59/01-01 ბრძანება წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან;
    4.                  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;5.                  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;6.                  ბრძანება ძალაშია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმების ნიმუშების რეგისტრაციაში გატარების შემდეგ. 
     რექტორი, პროფესორი                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა