საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013–2014 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:
    ა)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
    ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის  წარმოდგენით);
    გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
    დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი   (ვაჟებისათვის);
    ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი   დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა            და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
  3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                 ლევან ალექსიძე