საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის 2013 წლის 02 აგვისტოს №21806/02 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ  უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზის გახსნასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის მე-8 სასწავლო კორპუსიდან გადმოტანილი და განთავსებული იქნა თსუ ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ძირითადი ნაწილი, მცირე ნაწილი კი – ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობის საცავში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ინვენტარის წიგნში აღნუსხული საბიბლიოთეკო დოკუმენტების რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზსა და ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობის საცავში განლაგებული საბიბლიოთეკო დოკუმენტებთან შედარებისას აღმოჩენილი იქნა საბიბლიოთეკო დოკუმენტების (წიგნები) დანაკლისი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“, „ნ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის,  „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02/01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის  23-ე  პუნქტით შექმნილ ქვეკომისიას და მარიამ შინჯიაშვილს (უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი); ეკა გოგინაშვილს (უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი); მარიამ ღვინაძეს (უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ბიბლიოთეკარი); ლალი ხეჩოშვილს (უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი); ლიანა ვალიევს (უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი); ირმა კოპალეიშვილს (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი) დაევალოთ 16 სექტემბრიდან 16 ოქტომბრამდე უზრუნველყონ ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში რიცხული საბიბლიოთეკო დოკუმენტების სრული ინვენტარიზაცია და შედეგების მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02/01 ბრძანებით განსაზღვრული საინვენტარიზაციო  კომისიის აპარატისათვის წარდგენა არაუგვიანეს 2013 წლის 16 ოქტომბრისა.
2.   საინვენტარიზაციო კომისიის აპარატს დაევალოს ინვენტარიზაციის აქტის, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარმოდგენა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, არაუგვიანეს 2013 წლის 23 ოქტომბრისა.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დავით ჩომახიძე