საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  61-ე  მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის   საფუძველზე,
    ვბრძანებ:

    1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ’’  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009  წლის  30 ნოემბრის  №232/02-01 ბრძანება. 
    2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
    3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
    4.   ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
     
       

    ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                      დავით ჩომახიძე