საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 14-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "პ" ქვეპუნქტის და მე-9 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის 124/2013 დადგენილებით დამტკიცებულიN სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორის ლ. მეტრეველის 2014 წლის 6 თებერვლის №3348/02 და 2014 წლის 10 თებერვლის №3739/02 წერილების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1.  დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულები:
ა) სასწავლო პროგრამების დეპარტამენტი.
ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის დეპარტამენტი:
ბ.ა) ეკონომიკის სექტორი;
ბ.ბ) ბიზნესის სექტორი;
ბ.გ) ეკონომიკური გეოგრაფიის სექტორი.
გ) დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტი;
დ) ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტი;
ე) ეროვნებათშორისი ურთიერთობების დეპარტამენტი;
ვ) კომპლექსური სოციალური კვლევის დეპარტამენტი;
ზ) საერთო განყოფილება.
2.  დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორს, ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და კომპეტენციების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენა.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში    მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4.  ბრძანება ძალშია გამოცემისთანავე.
  
რექტორი, აკადემიკოსი                                        ვლადიმერ პაპავა