საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9  და მე-12 პუნქტების,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნანა გუნცაძის 2014 წლის 12 თებერვლის №4129/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ,,ევროპული ღირებულებები და იდენტობა’’ საერთაშორისო კონფერენციისათვის  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომისიის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2014 წლის 27 იანვრის N12/01-01 ბრძანებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ’’ და ,,ღ’’ ქვეპუნქტები:
,,ქ) ნანა მაჭარაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
,,ღ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი.’’
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
4.  ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                                                             ვლადიმერ პაპავა