საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
       ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების,  აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №30/2014 დადგენილებითა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №2 სხდომის ოქმით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -  საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და ინსტიტუტის დირექტორის 2014  წლის 5  მაისის №14379/02 წერილის საფუძველზე,

    ვბრძანებ:

    1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -  საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
    ა)  ვლადიმერ პაპავა - რექტორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პრინციპების კათედრის პროფესორი, აკადემიკოსი.
    ბ) ლევან ალექსიძე - რექტორის მოადგილე, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი, აკადემიკოსი.
    გ) ზაზა ალექსიძე - ემერიტუსი, აკადემიკოსი.
    დ) რევაზ გაჩეჩილაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი.
    ე) როლანდ თოფჩიშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის მიმართულების პროფესორი.
    ვ) ალექსანდრე კუხიანიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი.
    ზ) ალექსანდრე რონდელი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი.
    თ) იოსებ სალუქვაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი.
    ი)ზურაბ აბაშიძე - ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი.

    2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
    3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
    4.  ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.


    რექტორი, პროფესორი                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა