საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2014 წლის 14 მაისის #15120/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.   შევიდეს ცვლილება  ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი  სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ რექტორის 2014 წლის 17 აპრილის #56/01-01  ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ფაკულტეტებმა დასაფინანსებელ სტუდენტთა სია პირადობის მოწმობის ასლისა და ანგარიშის ნომრის ამონაწერით საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული ვერსია Exel ფორმა)  წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში 2014  წლის 20 მაისამდე.”
2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი,  პროფესორი                                                    აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა