საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  (2015 წლის პირველი მარტიდან - 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის  დანიშვნის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის  15 მაისის №53/02-01 ბრძანების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის, პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას 2015 წლის 17 აპრილის №57/01-01 ბრძანების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის დ. კორძაიას 2015 წლის 5 მაისის №15300/02 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის  დ. კანდელაკის  2015 წლის 15 მაისის №16353/02 დასკვნის საფუძველზე

                           ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  (2015 წლის პირველი მარტიდან - 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში  თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით.   
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 6450 ლარი, უნივერსიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,                                   
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                    ე. ქემოკლიძე