სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე 
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების‘‘ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-15 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ _ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 5 მაისის №88/16 (კანც. რეგ. №16397/02; 10.05.2016) ბრძანების, რექტორის 2016 წლის 13 მაისის №75/01-01 ბრძანებით დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 11 მაისის №16686/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
		ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე შემდეგი პროფესიული სტუდენტები:
1.1.
		,,აგროლოჯისტიკის ოპერატორი” IV, V საფეხური (დანართი №1)
1.2.
		,,ტურიზმის მენეჯმენტი”  V საფეხური (დანართი №2)
1.3.
		,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი" V საფეხური (დანართი №3)
2.
		შეტანილ იქნეს ინფორმაცია პროფესიული კოლეჯების მართვის სისტემაში;
3.
		ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.
		დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.
		ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
	რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
	პროფესორი                                                         დარეჯან თვალთვაძე
			
