საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის წარმოების წესის" დამტკიცების შესახებ“  რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №93/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 და   მე-15 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები "ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის წარმოების წესის" დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2013 წლის                 12 აგვისტოს №93/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის წარმოების წესის" დამტკიცების შესახებ“

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. დამტკიცდეს „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის წარმოების წესი“ (დანართი N1).“

გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:



„სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის წარმოების წესი“

დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

დ.ა) „1. „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალი (შემდგომში - „ელექტრონული პორტალი“) აერთიანებს სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში (შემდგომში - „რეესტრი“) ასახულ და შიდა მობილობის პროცესის მონაწილეთა მიერ რეგისტრირებულ მონაცემებს.“

დ.ბ) „3. ელექტრონულ პორტალზე მონაცემების ასახვა ხდება „სსიპ -                           ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის“ შესაბამისად.“

ე) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: 
„ბ) საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე