სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულის ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორიის სასერტიფიკატო კურსის “ლიდერობა – მართვის ხელოვნება’’ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 28 მარტის სხდომის ოქმი №5-ის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თ. ბერიძის 2016 წლის 04 ოქტომბრის №36840/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულის ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორიის სასერტიფიკატო კურსის ,,ლიდერობა–მართვის ხელოვნება’’- ღირებულება (კურსის მოცულობა- 26 საკონტაქტო საათი) თითოეული მსმენელისათვის 250 ლარით.
2.
ტრენინგ კურსი გაიხსნას კურსზე 4 ფასის გადამხდელი მსმენელის არსებობის შემთხვევაში.
3.
ტრენინგ კურსში უფასოდ მონაწილეობა დაშვებული იქნას მაქსიმუმ 5 მსმენელისათვის.
4.
ტრენინგ კურსზე მასწავლებლისათვის ერთი საათის ანაზღაურების ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით ( საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
5.
ერთჯერადად კურსის მსმენელთა საერთო რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 15 მსმენელის ოდენობით.
6.
დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
7.
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა