,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგ-კურსის ,,სასკოლო მათემატიკის დამატებითი თავები” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    2015 წლის 22 სექტემბრის №116/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტისა  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2016 წლის 03 ოქტომბრის №36505 და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის    12 ოქტომბრის  №37724 წერილების  საფუძველზე,
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 
1.
	
		შევიდეს ცვლილება ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი   განათლების   ცენტრის    ტრენინგ-კურსის  
,,სასკოლო მათემატიკის დამატებითი თავები” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 22 სექტემბრის №116/02-01 ბრძანების მე-2 პუნქტში, კერძოდ ბრძანების მე-2 პუნქტში ნაცვლად “10” მსმენელისა მიეთითოს    “7” მსმენელი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
 "2. ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 7 მსმენელის არსებობის შემთხვევაში.”
2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
4.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
	
	ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 
		
			   ნუნუ ოვსიანიკოვა
