სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე  ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის  ვადების განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ 25-ე მუხლის პირველის პუნქტისა და თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებით დამტკიცებული “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის”  საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.  განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა)
	
		პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
ბ)
	
		ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე)
გ)
	
		პროფესიული განათლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის    ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ)
	
		სამხედრო  აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ასეთის 
არსებობის შემთხვევაში) ;
2.  განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად  9-10 ნოემბერი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
	
	რექტორი                                გიორგი შარვაშიძე
