საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს  მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    2018 წლის 29 ოქტომბრის #284/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29.01.2018წ. #12/02-01 ბრძანების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორის თ. გაგოშიძის 22.10.2018წ. #23643/10-02 წერილის და ნინო ბენიძის 24.10.2018წ. #23848/10-02 განცხადების საფუძველზე,  
        ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 29 ოქტომბრის #284/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი #1 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით (დანართი#1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                     ნ. ოვსიანიკოვა