სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, პერსონალის, კურსდამთავრებულთა, დამსაქმებელთა და სტუდენტთა ყოველსემესტრული გამოკითხვის კითხვარების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს 23 ოქტომბრის N4 სხდომის ოქმით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების, მე- 4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,სტუდენტთა მომსახურებით კმაყოფილების კითხვარი’’(დანართი 1);
2. დამტკიცდეს ,,აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის კითხვარი’’(დანართი 2);
3. დამტკიცდეს ,,კურსდამთავრებულთა გამოკითხვის კითხვარი’’ (დანართი 3);
4. დამტკიცდეს ,,დამსაქმებელთა კმაყოფილების კითხვარი’’ (დანართი 4);
5. დამტკიცდეს ,,სტუდენტთა ყოველსემესტრული გამოკითხვის კითხვარი’’(დანართი 5).
6. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 მარტის 03/03 ბრძანება.
7. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
8. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფომრაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე