საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს  ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე



,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის   „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის   „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს   დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 17 ივნისის N151/01-01 ბრძანების      და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 18 ივნისის  N11551/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს   ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 130 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 850 ლარის ოდენობით;
2.მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 50 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3.დაევალოს       უნივერსიტეტის       კანცელარიას       წინამდებარე       ბრძანების       გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტს    ბრძანების    განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი            ნუნუ ოვსიანიკოვა