საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „სამედიცინო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „სამედიცინო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს   N156/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 18 აგვისტოს N11932/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „სამედიცინო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 28 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით;
2.  ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე;
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის 
ხელმძღვანელი          ლაშა საღინაძე