საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების   შესახებ”    საქართველოს   კანონის   23-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, თსუ რექტორის 2021 წლის 21 აპრილის  N49/01-01  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების საფუძვლები და ფასების ფორმირება მშენებლობაში“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის   2021 წლის 01 აპრილის   N36/01-01  ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2021 წლის 21 აპრილის  N7476/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება  „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების საფუძვლები და ფასების ფორმირება მშენებლობაში“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების  ტარიფების  განსაზღვრის  თაობაზე“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 01 აპრილის N56/02-01 ბრძანების პირველ და მე-3 პუნქტებში, და ბრძანების პირველ და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს   შემდეგი შინაარსით:

ა) „1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების საფუძვლები და ფასების ფორმირება მშენებლობაში“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 30 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის   განისაზღვროს 500  ლარის ოდენობით.“;
ბ)  „3. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს  ხელშეკრულების შესაბამისად.“.

2.  დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   გაცნობა   დაინტერესებული პირებისათვის;
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე