საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის და ხილვადობის გაზრდის, ასევე დოქტორანტთა წარმატებული სამეცნიერო კარიერის ხელშეწყობის მიზნით ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", და ,,პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების   საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში -,,უნივერსიტეტი“) დოქტორანტთა წარმატებული სამეცნიერო კარიერის ხელშეწყობის მიზნით მოხდეს დოქტორანტთა მიერ გამოქვეყნებული (წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული პერიოდიული გამოცემის (ჟურნალი) მიერ ოფიციალურად დასაბეჭდად მიღებული) პრესტიჟული, მაღალრეიტინგული სამეცნიერო- კვლევითი პუბლიკაციებისთვის ფინანსური ჯილდოს გამოყოფა წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული წესით.
2. ამ     ბრძანების     პირველი     პუნქტით     გათვალისწინებული ჯილდო     გამოიყოფა დოქტორანტ(ებ)ის ავტორობით/თანაავტორობით უნივერსიტეტის სახელით გამოქვეყნებულ (დასაბეჭდად მიღებულ) სტატიაზე ჟურნალში, რომელიც ინდექსირებულია SCOPUS ან Web of Science ბიბლიომეტრიულ ბაზებში და რომლის შესაბამისად CiteScore მეტია ან ტოლია 1-ის, ხოლო Impact factor მეტია ან ტოლია 0,5-ის.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ჯილდოს მისაღებად დოქტორანტ(ებ)მა უნდა წარმოადგინონ განცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე შესაბამისი დოკუმენტური მასალით. საკითხი განიხილება უნივერსიტეტის   სამეცნიერო   კვლევებისა   და   განვითარების   დეპარტამენტის   მიერ, რომლის სათანადო დასკვნის საფუძველზე გამოიცემა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება ჯილდოს გაცემის თაობაზე.
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯილდოს ოდენობა 1 სტატიაზე შეადგენს 1000 ლარს (უნივერსტეტის ბიუჯეტში ,,დოქტორანტთა სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისათვის“, 01 05 05  პროგრამული კოდით გათვალისწინებული 100 000 ლარის დაფინანსების ფარგლებში) და იგი გადაეცემა მხოლოდ სტატიის ავტორ/თანაავტორ დოქტორანტ(ებ)ს, რომელსაც შესაბამისი განცხადების წარმოდგენის მომენტისთვის აქვს აქტიური სტატუსი. თუ ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი სტატიის ავტორი/თანაავტორი არის 1-ზე მეტი დოქტორანტი თანხა შესაბამისად გაიყოფა დოქტორანტთა რაოდენობაზე თანაბრად.
5. წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული წესით დაჯილდოებული სტატიის თანაავტორ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლება არ აქვს წარადგინოს იგივე სტატია უნივერსიტეტის არსებული ან მომავალში მიღებული რეგულაციებით განსაზღვრული სხვა ფინანსური წახალისების მოსაპოვებლად; ამავდროულად თანაავტორ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ეს სტატია ჩაეთვლება შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრულ სამეცნიერო-კვლევით დატვირთვაში.
6. წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული წესით დასაჯილდოებლად განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს ყოველი წლის დეკემბრის თვის მე-2 კვირის ბოლო სამუშაო დღე (ყოველწლიურად ზუსტი თარიღი ცხადდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე).
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
10.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6).

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე