საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს     ზოგადი     ადმინისტრაციული     კოდექსის     51-ე     მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“   ქვეპუნქტების,     მე-9   პუნქტის, ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის N61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით   დამტკიცებული ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების წესის’’ საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით  დამტკიცდეს   ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნანა გაფრინდაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი,     ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,   ჟიურის წევრი;
ბ) ვახტანგ ლიჩელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,   ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჟიურის წევრი;
გ)ეკატერინე ნავროზაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი,  ჟიურის წევრი;
დ)რამაზ ქურდაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი,  ჟიურის წევრი;
ე) ქეთევან ხუციშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო- კვლევითი             ინსტიტუტის საქართველოს             ეთნოლოგიის             განყოფილების ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,  ჟიურის წევრი;
ვ) ადა ნემსაძე - დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევით ერთეული - შოთა რუსთაველის სახელობის        ქართული        ლიტერატურის        ინსტიტუტის უფროსი        მეცნიერი თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ზ) არჩილ   წერედიანი -   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევით   ერთეული   -   შოთა რუსთაველის    სახელობის       ქართული       ლიტერატურის       ინსტიტუტის  მეცნიერი თანამშრომელი, ჟიურის წევრი.

2.დაევალოს  ჟიურის    ქართველოლოგიის  დარგში  იაკობ  გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მისანიჭებლად იხელმძღვანელოს   მოქმედი კანონმდებლობითა და ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის N61/01-01 ბრძანების  პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით.
3.დაევალოს  კანცელარიას  წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4.წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე