საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’    საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის გიორგი შამათავას 2020 წლის  07 ივლისის N8916/10- 02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე -11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,მუხლი 11. თამუნა მურღულია - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწე - თსუ პირველ სასწავლო კორპუსში მდებარე N116 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი      გიორგი შამათავა