საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42- ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე  საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული  განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის დამკიცების შესახებ“ რექტორის N 75/01-01 (02.06.2021) ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, 2021 წლის 06 ივლისის თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის N12393/10 წერილის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N12429/10 (06.07.2021) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს       დანართების       შესაბამისად       შემდეგი მომზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

N მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელების ადგილი
1 „საწყობის ლოგისტიკის ოპერატორი“ დანართი N1 ქუთაისი
2 „სადღესასწაულო ღონისძიების დაგეგმვა“ დანართი N2 ქუთაისი
3 „სალაროს ოპერაციების განხორციელება სავაჭრო ობიექტებში“ დანართი N3 ქუთაისი
4 „საინფორმაციო და მმართველობითი დოკუმენტების მომზადება“ დანართი N4 ქუთაისი
5 „საფინანსო დოკუმენტებთან მუშაობა და საოფისე, სამეურნეო მარაგების მართვა“ დანართი N5 ქუთაისი
6 „ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით“ დანართი N6 ქუთაისი
7 „პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება და საგადასახადო დეკლარირება“ დანართი N7 ქუთაისი
8 „საბაჟო დეკლარირება“ დანართი N8 ქუთაისი

2. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა  და
შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანების      უნივერსიტეტის      ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება      დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული მომზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ამოქმედდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                              ნინო გვენეტაძე