საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ნ’’  ქვეპუნქტისა და  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2021 წლის 16 ივლისის N13246/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების    ცენტრის  აბიტურიენტთა  მოსამზადებელ  განყოფილებაში  ერთიანი  ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ საგანში მომზადებისთვის   (კურსის ხანგრძლივობა: 2021 წლის 01 ოქტომბერი - 2022 წლის 01 ივლისი) წლიური საფასური 2021-2022 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა)ქართული ენა და ლიტერატურა – 900 ლარის ოდენობით; ბ)ზოგადი უნარები - 900 ლარის ოდენობით;
გ) უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)   – 900 ლარის ოდენობით; დ) მათემატიკა – 900 ლარის ოდენობით;
ე) საქართველოს ისტორია – 900 ლარის ოდენობით; ვ) ფიზიკა – 900 ლარის ოდენობით;
ზ) ქიმია – 900 ლარის ოდენობით;
თ) ბიოლოგია – 900 ლარის ოდენობით; ი) გეოგრაფია - 900 ლარის ოდენობით;

2. ერთიანი  ეროვნული  გამოცდებისთვის  მოსამზადებელ  კურსზე  ცალკეულ  საგანში  ჯგუფის გახსნისთვის აბიტურიენტთა  რაოდენობა  ჯგუფში განისაზღვროს მინიმუმ 5 მსმენელით.
3.  ცალკეულ საგანში  კურსის მოცულობა განისაზღვროს 140 საათით;
4.  ერთიანი  ეროვნული  გამოცდებისათვის  ცალკეულ  საგნებში  აბიტურიენტთა  მოსამზადებლად დადგინდეს შეღავათები კურსის ღირებულების გადახდისას შემდეგი ოდენობით:

ა) აბიტურიენტის მიერ ერთი (1)   საგნის არჩევის და მომზადების შემთხვევაში, დაუდგინდეს სწავლის საფასურის ორ (2) ეტაპიანი გადახდის წესი;
ა.ა.) პირველი ეტაპის გადახდა განხორციელდეს   მოსამზადებელი   კურსის დაწყებამდე, 2021 წლის 01 ოქტომბრამდე;
ა.ბ.) მეორე ეტაპის გადახდა განხორციელდეს 2022 წლის 15 იანვრამდე;

ბ)  აბიტურიენტის     მიერ     2     ან/და     მეტი     საგნის     არჩევის    და  მომზადების  შემთხვევაში, დაუდგინდეს სწავლის საფასურის სამ (3) ეტაპიანი   გადახდის წესი, სწავლის გადასახდელი თანხის ოდენობის გადანაწილება სამ (3) ეტაპად  განხორციელდეს შემდეგნაირად:
ბ.ა.) პირველი ეტაპზე, გადასახდელი თანხის პირველი ნაწილი დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე, 2021 წლის 01 ოქტომბრამდე;
ბ.ბ.) მეორე ეტაპზე,  გადასახდელი თანხის მეორე ნაწილი დაიფაროს 2022 წლის 15 იანვრამდე; ბ.გ.)მესამე ეტაპზე, გადასახდელი თანხის  მესამე ნაწილი დაიფაროს   2022 წლის 15 აპრილამდე;

გ) გადასახდელი თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში აბიტურიენტს/ წარმომადგენელს თანხის დასაფარად გაეგზავნოს  შეტყობინება/გაფრთხილება და დამატებითი გადახდის ვადა განესაზღვროს დადგენილი ეტაპობრივი გადახდის ვადიდან არაუგვიანეს ორი (2) კვირის განმავლობაში. დამატებით დადგენილი ორ (2) კვირიანი ვადის ამოწურვის შემდგომ, სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აბიტურიენტი ამორიცხული იქნება აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსიდან და შეუწყდება ხელშეკრულება;
დ)  აბიტურიენტის მიერ ერთი (1) ან/და ორი (2) საგნის    არჩევის  და მომზადების  შემთხვევაში, ერთი   საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 900 ლარის ოდენობით;
ე) აბიტურიენტის  მიერ  სამი (3)   ან/და   ოთხი (4)   საგნის   არჩევის  და მომზადების შემთხვევაში, ერთი   საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 750 ლარის ოდენობით;
ვ) სოციალურად   დაუცველი   და     ოკუპირებული     ტერიტორიებიდან     მყოფი აბიტურიენტის მიერ 3 ან/და 4 საგნის არჩევის და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური  საფასური  განისაზღვროს  საერთო  ღირებულების 80%-ის ოდენობით.
ზ) ოჯახიდან   ორი   ან/და   მეტი   აბიტურიენტის   კურსზე   დარეგისტრირების   შემთხვევაში აბიტურიენტის მიერ   3  ან   4   საგნის   არჩევის  და მომზადების  შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს    საერთო ღირებულების 80% -ის ოდენობით.
თ) თსუ-ის  თანამშრომლების   და  მათი  შვილებისათვის   აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზრვოს საერთო ღირებულების 50%-ის ოდენობით.
ი) ერთიანი  ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ  კურსზე შესაძლებელია აბიტურიენტის ინდივიდუალურად        მომზადება;    აბიტურიენტის    ინდივიდუალურად    მომზადებისათვის ცალკეულ    საგნებში     სწავლის     საფასური     განისაზღვროს     აბიტურიენტის     კანონიერ წარმომადგენელსა    და   სსიპ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული    ხელშეკრულების საფუძველზე.

5.სსიპ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების    ცენტრის  აბიტურიენტთა  მოსამზადებელ  განყოფილებაში  ერთიანი  ეროვნული გამოცდებისათვის  აბიტურიენტთა  მოსამზადებლად  თითოეული  მასწავლებლის  ანაზღაურება  განისაზღვროს  1  საათი  –  20  ლარის  ოდენობით  (საშემოსავლო  გადასახადისა  და  საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
6.დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
7.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
8.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე