საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება და დამატება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 26 აგვისტოს N149/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-
2022 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის (ატვირთვის) შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია), ხოლო მატერიალურად წარმოდგენისას ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის (ატვირთვის) შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი    მოწმობის/პასპორტის    ელექტრონული    ასლი    (დასკანერებული ვერსია), მატერიალურად წარმოდგენისას - ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე (CD-ზე   წარმოდგენა საჭიროა დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის შემთხვევაში);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/დასკანერებული ვერსია (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/დასკანერებული ვერსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).”

ბ) ბრძანებას პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11“. ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს როგორც  დისტანციურ  რეჟიმში,  ელექტრონულად,  ასევე  მატერიალურად. დოკუმენტაციის დისტანციურ რეჟიმში, ელექტრონულად   წარმოდგენის შემთხვევაში მისი მატერიალურად წარმოდგენის ვადა განისაზღვრება დამატებით რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე