„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 9 სექტემბრის N17663/26 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 27 სექტემბერი- 1 ოქტომბერი; ა. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 სექტემბერი- 1 ოქტომბერი;
ა. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 27 სექტემბერი - 25 დეკემბერი; 3-15 იანვარი;
ა. დ) საგამოცდო პერიოდი - 17 იანვარი - 9 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 15-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა. ე) არდადეგები - 26 დეკემბერი – 2 იანვარი; 23-27 თებერვალი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1-27 თებერვალი;
ბ. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 თებერვალი – 28 თებერვალი;
ბ. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 28 თებერვალი – 11 ივნისი;
ბ. დ) საგამოცდო პერიოდი - 13 ივნისი- 6 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 12- 19 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე