საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ს 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  ნანა  გაფრინდაშვილის
2021 წლის  20 სექტემბრის №18686/27 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ,,სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2018 წლის 14 ნოემბრის N283/01-01 ბრძანების მეორე პუნქტში  შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:


,,2. მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში -
„კომისია“) დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

ა) დარეჯან გარდავაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გიული   ალასანია   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
გ) ელისაბედ ბჟალავა – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
დ) თეა შურღაია – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ე) მირიან    მახარაძე   –   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ვ) თეა პიტიურიშვილი – სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი (კომისიის წევრი);
ზ) ნანი გელოვანი  – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ( კომისიის მდივანი)“.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე