,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2021 წლის 03 ნოემბრიას N23071/10 და 09 ნოემბრის N23499/10 კორესპონდენციების და თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2021 წლის 08 ნოემბრის N23411/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 48-ე პუნქტი:
48. ჯუმბერ კვიტატიანი - თსუ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტი - თსუ ბიბლიოთეკის შენობაში (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა, ნაკვეთი N06/020) მდებარე N416 ოთახში არსებულ შემდეგ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი: ხმის გამაძლიერებელი (RokiT 5) საინვენტარიზაციო ნომრით - D0006132; ფირსაკრავი (station) საინვენტარიზაციო ნომრით - D0006133 და ვიდეო კამერა, რაოდენობით 2 (ორი) საინვენტარიზაციო ნომრებით - D0003851, D0003850 .“.
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,გ) ტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიისა და სეისმოტექტონიკის განყოფილება გ.ა) ლევან ბაშალეიშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.“.
გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ე.ბ) ლაურა ფოფხაძე -განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.“.
დ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე