საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე  მუხლის  მე-8  პუნქტის  ,,ა“    და  "პ"  ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი  N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 18 ნოემბრის №31/04 ერთობლივი ბრძანების,      არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2021   წლის 22 ნოემბრის N24605/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2021 წლის 15 ნოემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:

ა)  მედეა  ღლონტი  -     ზოგადი  ენათმეცნიერების  განყოფილების  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მედეა ღლონტთან.
3. წინამდებარე    ბრძანების    განთავსება    ოფიციალურ    ვებგვერდზე    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე