„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 19 ნოემბრის N24514/29 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.პროგრამის თავისებურებებიდან გამომდინარე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ასამოქმედებელ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფინანსები“ განისაზღვროს სამ სემესტრიანი (ტრიმესტრიანი) სასწავლო წელი.
2.ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებული საჭიროებებიდან გამომდინარე და სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელიების მიზნით ცვლილებები ან/და დამატებები შესაბამის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში განხორციელდეს პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებამდე.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
4.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე