„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტების, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 24 ნოემბრის N1.1/105 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 29 ნოემბრის N25162/31-05 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განისაზღვროს სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ვაკანტური ადგილები:
N საფეხური საგანმანათლებლო ერთეული საგანმანათლებლო პროგრამა ადგილების რაოდენობა
1. მაგისტრატურა იურიდიული სამართალი 40
2. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის რიგგარეშე მობილობის ვადები:
ა) დოკუმენტაციის მიღება - 30 ნოემბერი-2 დეკემბერი;
ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 6-8 დეკემბერი;
გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) - 9 დეკემბერი;
დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 10 დეკემბერი;
ე) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ -განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 13 დეკემბერი.
3. საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ა)გამოცდა უცხო ენაში -3 დეკემბერი (10:00 საათი);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -3 დეკემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 დეკემბერი (12:00 საათამდე);
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 დეკემბერი.
4. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე