საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი    განათლების   შესახებ”    საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის    11    სექტემბრის    №135/ნ    ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  უნივერსიტეტის ეკონომიისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის 2021 წლის 30  ნოემბრის   №25203/29 წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის  კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’   რექტორის 2021 წლის 29 ნოემბრის N245/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1 დანართის  (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესის)  მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,ა)   აკადემიური   მოსწრება   (გარდა   იურიდიული   და   ეკონომიკისა   და   ბიზნესის ფაკულტეტებისა)  შეფასდეს  80  ქულით,  რომელიც  გამოითვლება  სტუდენტის  მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 30 კრედიტი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფაკულტეტზე მოპოვებული კრედიტების ოდენობა - არანაკლებ 27 კრედიტისა) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით. ‘’;

ბ)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1  დანართის     მე-2  მუხლის  ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება (გარდა იურიდიული   და ეკონომიკისა და ბიზნესის   ფაკულტეტებისა) შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (მიიღება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები). ‘’;

გ)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1  დანართის     მე-2  მუხლის  ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,გ) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა (გარდა იურიდიული და ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტებისა) შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (ჩაითვლება წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).“;

დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის   მე-2 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,დ) აკადემიური მოსწრება იურიდიულ ფაკულტეტზე შეფასდეს 95 ქულით, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე - 90 ქულით,    რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 26 კრედიტი) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.’’;

ე)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული   N1  დანართის     მე-2  მუხლის   ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,ე) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება და სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა იურიდიულ და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე შეფასდეს მაქსიმუმ 5 ქულით (მიიღება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები და წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).’’;

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე