საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის
    ,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    წესდების    დამტკიცების    თაობაზე’’    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის      ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9  და მე-12 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და      ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემრულებლის 2019 წლის 24 დეკემბრის N22/04 ერთობლივი ბრძანების პირველი    პუნქტით    დამტკიცებული   ,,სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet actions; Programs in VET) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესის“ მე-2 მუხლის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 იანვრის N262/10 წერილის   საფუძველზე,

    ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

    1.    შეტანილ  იქნას  ცვლილება  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო განაცხადების  შემფასებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის N333/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო  პროექტების განხილვისა და მათი მიზნობრიობის შესაფასებლად შეიქმნას  მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

    ა) ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
    ბ) ირმა გრძელიძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
    გ) თეა გერგედავა - უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
    დ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.
    ე) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი,კომისიის წევრი;
    ვ) გიორგი  ღვედაშვილი  -  უნივერსიტეტის  სამეცნიერო  კვლევებისა  და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
    ზ) მამუკა  აბესაძე  -  უნივერსიტეტის  საფინანსო  დეპარტამენტის  საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
    თ) ირაკლი   საღარეიშვილი-   უნივერსიტეტის   საფინანსო   დეპარტამენტის   უფროსი, კომისიის წევრი;
    ი) თინათინ     დავითაშვილი     -     უნივერსიტეტის     ხარისხის     უზრუნველყოფის სამსახურის  ინსტიტუციური  განვითარებისა  და  ავტორიზაციის  განყოფილების უფროსი - კომისიის წევრი.’’

    2. დაევალოს     უნივერსიტეტის     კანცელარიას     წინამდებარე     ბრძანების     გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
    3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
    4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


    გიორგი შარვაშიძე რექტორი