,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და შოთა რუთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2022 წლის
22 ივნისის N14548/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 17 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1 ) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:
ქართული ლიტერატურის განყოფილება
ემზარ კვიტაიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი-1 საშტატო ერთეული
ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილება
ირაკლი ხვედელიძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 29 ივნისიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ემზარ კვიტაიშვილთან და ირაკლი ხვედელიძესთან.
4. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე