საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“    ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების,  ანდრია რაზმაძის      სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის დებულების  მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანების,   ანდრია რაზმაძის სახელობის   მათემატიკის   ინსტიტუტის დირექტორის   ნინო ფარცვანიას 2022 წლის 8 ივლისის N16305/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2022 წლის 8 ივლისის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ანდრია რაზმაძის სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

გეომეტრია-ტოპოლოგიის განყოფილება

ა) თეიმურაზ ფირაშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით).

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს თეიმურაზ ფირაშვილთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება;
3. წინამდებარე ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე