„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 ნაწილების, 54- ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის 23-ე მუხლის მეორე პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2022 წლის 13 სექტემბრის MES 0 22 0001063281 წერილის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 16 სექტემბრის N23043/10 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დადგინდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ქ. თბილისში რეგისტრირებული საქართველოში თანამემამულის სტატუსის მქონე აპლიკანტ(ებ)ის შერჩევის თარიღები (დანართთი N1).
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. თბილისში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული საქართველოში თანამემამულის სტატუსის მქნონე აპლიკანტ(ებ)ის შესარჩევი კომისია (დანართი N2).
3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტ(ებ)ის წესი და პირობები (დანართი N3).
4. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტ(ებ)ის სააპელაციო კომისია (დანართი N4).
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე