საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის  2022 წლის 15 სექტემბრის  N22856/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   განისაზღვროს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის      ფაკულტეტის        ერთსაფეხურიანი       საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“   და  „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის  2022-2023  სასწავლო წლის  სასწავლო პროცესის  ვადები   შემდეგი სახით:

1.1) 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული  სტუდენტებისათვის
(1 სემესტრი):

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 24 ოქტომბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 3-24 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 24 ოქტომბერი - 24 დეკემბერი, 3 იანვარი - 10 მარტი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი  გამოცდები - 10 ნოემბერი - 10 მარტი, დამატებითი გამოცდები - 11- 18 მარტი;
ა.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი - 2 იანვარი. 

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია 1-18 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14-20 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 20 მარტი – 28 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი  გამოცდები - 4 აპრილი – 28 ივლისი, დამატებითი გამოცდები - 31 ივლისი - 5 აგვისტო;
ბ.ე) არდადეგები - 6 აგვისტო - 18 სექტემბერი.

1.2. მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის: 

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 3 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 19 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 3 ოქტომბერი - 24 დეკემბერი, 3 იანვარი - 20 თებერვალი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი  გამოცდები - 17 ოქტომბერი - 20 თებერვალი, დამატებითი გამოცდები - 20-25 თებერვალი;
ა.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი - 2 იანვარი, 25 თებერვალი- 5 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 22 თებერვალი - 5 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი - 6 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 6 მარტი – 15 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი  გამოცდები - 21 მარტი - 15 ივლისი, დამატებითი გამოცდები 17-22 ივლისი;
ბ.ე) არდადეგები - 24 ივლისი - 18 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე