„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე- 11 პუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 13 სექტემბრის N22520/28 და 19 სექტემბრის N23248/28 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამისა და ქიმიის ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დოკუმენტაციის მიღება - 1 სექტემბერი;
ა.ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 26 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ა.გ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ა.დდ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 3 ოქტომბერი - 31 დეკემბერი, 9-21 იანვარი;
ა.ე) საგამოცდო პერიოდი - 23 იანვარი - 10 თებერვალი
(დასკვნითი გამოცდები); 14 – 18 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 6 თებერვალი -6 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი – 6 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 6 მარტი – 17 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი- 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 21 - 27 ივლისი
(დამატებითი გამოცდები);
ბ.ე\ არდადეგები - 28 ივლისი - 17 სექტემბერი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე