საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის   2013   წლის   11   სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული სსიპ   -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი   განათლების   ცენტრის   სასერტიფიკატო   კურსის „დაპროგრამება pythоn ენაზე (საბაზისო კურსი)“ დამტკიცების შესახებ რექტორის მოადგილის 2022 წლის 12 ოქტომბრის  N299/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2022 წლის 21 ოქტომბრის N27464/10 წერილის  საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის   სასერტიფიკატო   კურსის   „დაპროგრამება ენაზე  pythоn (საბაზისო   კურსი)“   ერთი  კურსის
მოცულობა     განისაზღვროს     60    საათით;     კურსის      ღირებულება     თითოეული     მსმენელისათვის განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით.
2.   წინამდებარე  ბრძანებით  გათვალისწინებული ტრენინგკურსის  ტრენერის  ანაზღაურება  განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 50 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3.   დაევალოს   უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების     გაცნობა    დაინტერესებული პირებისათვის;
4.   დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე