საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და უნივერისტეტის რექტორის 2022 წლის 26 ოქტომბრის N 318/01-01 ბრძანების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის (შემდგომში - ,,უნივერისტეტი“) ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის, უნივერსიტეტის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე, ადგილმდებარეობის შერჩევის მიზნით  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:


ა) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ბ) ნუგზარ ღლონტი - დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) გიორგი გრიგოლაშვილი - სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ზურაბ კილასონია - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) აბესალომ საზუაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) მიხეილ ჩიკვილაძე   - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) გიორგი ოქიტაშვილი - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) ლუკა დრიაშვილი -  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დებატ კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) რუსუდან ცაგარელი - იურიდიული ფაკულტეტი (ელსა), სამუშაო ჯგუფის წევრი; ლ) საბა ბასილაძე - იურიდიული ფაკულტეტი (სივრცე 037), სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) ანა ტაბატაძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (თანასწორობის კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) ნიკოლოზ ადამაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესისა ფაკულტეტი (თეატრალური კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) თამარი ბიბიჩაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ინტელექტუალთა კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) ბარბარე ჯაბანიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (მოლაშქრეთა კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი.
2.   სამუშაო  ჯგუფის  ხელძღვანელი  აირჩევა  სამუშაო  ჯგუფის  მიერ,  სამუშაო  ჯგუფის პირველ სხდომაზე, სამუშაო ჯგუფის სიითი შამდგენლობის უმრავლესობით.
3. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვულ სამუშაო ჯგუფს მიენიჭოს უფლებამოსილება უნივერსიტეტის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განსაზღვროს უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ადგილმდებარეობა და შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
4. სამუშაო ჯგუფს მიენიჭოს უფლებამოსილება თავის ფუნქციათა განხორციელების პერიოდში, წინამდებარე ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების სრულფასოვნად შესრულებისათვის, მოითხოვოს შესაბამისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების მქონე სპეციალისტის/ექსპერტის/საექსპერტო დაწესებულების კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევა, სათანადო კვალიფიციური განმარტებებისა და დასკვნების გაცემის მიზნით.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაინტერესებულ პირებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
8. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  მისი  ძალაში  შესვლის  დღიდან  1  თვის  ვადაში  ქ. 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე