საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და უნივერისტეტის რექტორის 2022 წლის 26 ოქტომბრის N317/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების (დადგენის) მიზნით  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) გიორგი  ტალახაძე  - მატერიალური  რესურსების  მართვის  დეპარტამენტის  უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ზურაბ  კილასონია - მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) ერეკლე კუპატაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ლევან კერესელიძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ზაზა წაქაძე - უნივერსიტეტის სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ლევან საბაური - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) გიორგი ოქიტაშვილი - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ლუკა დრიაშვილი -  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დებატ კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) რუსუდან ცაგარელი - იურიდიული ფაკულტეტი (ელსა), სამუშაო ჯგუფის წევრი; 
მ) საბა ბასილაძე - იურიდიული ფაკულტეტი (სივრცე 037), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) ანა ტაბატაძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (თანასწორობის კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) ნიკოლოზ ადამაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (თეატრალური კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) თამარი ბიბიჩაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ინტელექტუალთა კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ჟ) ბარბარე ჯაბანიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (მოლაშქრეთა კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი.
2.   სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელი აირჩევა სამუშაო ჯგუფის მიერ, სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე, სამუშაო ჯგუფის სიითი შამდგენლობის უმრავლესობით.
3. წინამდებარე  ბრძანების  პირველი  პუნქტით  განსაზღვრულ  სამუშაო  ჯგუფს  მიენიჭოს უფლებამოსილება გაიანგარიშოს (დაადგინოს) უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების ოდენობა და თავისი საქმიანობის შედეგები წარუდგინოს რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
4. სამუშაო  ჯგუფს  მიენიჭოს  უფლებამოსილება  წინამდებარე  ბრძანების  მე-3  პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისათვის მოითხოვოს, საქმიანობის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე, დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის, ასევე სათანადო კომპეტენციისა და უფლებამოსილების მქონე სპეციალისტის/ექსპერტის/საექსპერტო დაწესებულების კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევა შესაბამისი კვალიფიციური განმარტებებისა და დასკვნების გაცემის მიზნით.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს     უნივერსიტეტის     კანცელარიას     ბრძანება     განათავსოს     ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
8. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე